ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში შეერთებული შტატების საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს


შეერთებული შტატების საკონსულო თურქეთში

შეერთებული შტატები “ღრმად შეწუხებულია” სტამბოლში თურქეთის მიერ შეერთებული შტატების საკონსულოს ადგილობრივი თანამშრომლის დაკავებით.

თურქული მედიის ცნობით, საკონსულოს თანამშრომელი ბრალდებულია “თურქეთის მთავრობის და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში.” მედიისვე ცნობით, მას ასევე ბრალი შეერთებულ შტატებში დევნილობაში მყოფ ყოფილ სასულიერო პირ ფეტულა გულენთან კავშირებში ედება.

თურქეთში შეერთებული შტატების მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ბრალდებები უსაფუძლოა”. მისია ასევე გმობს საქმის წარმოების მეთოდებს და აცხადებს, რომ თურქეთის მთავრობა სასამართლო დარბაზის ნაცვლად, დაკავებულს მედია საშუალებებში გაჟონილი ინფორმაციით ასამართლებს.

თურქეთი პენსილვანიაში დევნილობაში მყოფ გულენს 2016 წლის ივლისში არშემდგარი გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. ამბოხების შემდეგ თურქეთმა მკაცრი სადამსჯელო ზომები გაატარა, დაიხურა 100-ზე მეტი მედია საშუალება და დაპატიმრებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG