ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

35 ადამიანი დააკავეს თურქეთში


თურქეთში 35 ადამიანი დააკავეს. სპეც-ოპერაციის სამიზნე სასულიერო ლიდერის წრე იყო, რომელსაც ბრალად ედება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის დამხობის მცდელობა.

პოლიციამ რედები ქალაქ იზმირში არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ ჩაატარა, მას შემდეგ, რაც თურქეთის პარლამენტში ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტია კვლავ უმრავლესობაში მოვიდა.

სააგენტო დოგანის ცნობით, პოლიციამ ერთდროულად რამდენიმე რეიდი ჩაატარა. დაკავებულია მაღალი რანგის თანამდებობის პირები და პოლიციის ოფიცრები, მათ ბრალად შეერთებულ შტატებში მყოფი, ოპოზიციონერი ფეტულა გულენის შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ.

XS
SM
MD
LG