ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ თანახმად, რომელიც ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ თურქეთის მთავრობის იერიშს აკრიტიკებს, ეს იერიში „კოლექტიურ დასჯას“ უტოლდება და „ათობით ათას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.“
ივლისში, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქურთულ დასახლებებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიშების და სახმელეთო ოპერაციების ახალი კამპანია დაიწყო, რითაც მთავრობასა და კანონგარეშედ გამოცხადებულ ქურთთა მუშათა პარტიას შორის, ცეცხლის შეწყვეტის ორწლიანი შეთანხმება დასრულდა.