ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა მოსულიდან დანაყოფი გაიყვანა


თურქეთმა ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად განლაგებული ბანაკიდან სამხედრო დანაყოფის ნაწილი უკან გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს.

თურქეთის დანაყოფები მოსულში ერაყის ჯარების წვრთნაში მონაწილეობდნენ. თვის დასაწყისში თურქეთმა მოსულის დაცვის საჭიროების მიზნით ქალაქში დანაყოფების რაოდენობა გაზარდა. ამ ნაბიჯმა ერაყის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია, ერაყის მთავრობა დამატებითი დანაყოფის სასწრაფოდ გაყვანას მოითხოვდა.

თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოსულის მახლობლად მდებარე ბანაკი 12-მდე სამხედრო მანქანამ დატოვა.

XS
SM
MD
LG