ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში დემონსტრანტები ცრელმლმდენი გაზით დაშალეს


ტუნისში დემონსტრანტები ცრელმლმდენი გაზით დაშალეს
ტუნისში დემონსტრანტები ცრელმლმდენი გაზით დაშალეს

ტუნისში პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმლმდენი გაზი გამოიყენა. ასობით ადამიანი ახალი მთავრობის შემადგენლობას აპროტესტებდა, იმის გამო, რომ გაძევებული მთავრობის ბევრი წევრი ხელისუფლების ახალ შემადგენლობაშიც შედის. გუშინ კი 1000-მდე ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მოთხოვნით, რომ მთლიანად დაიშალოს ძველი მმართველი პარტია. დემონსტრაციების მიზეზი პრემიერ მინისტრი მოჰამედ განუჩის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა იმის თაობაზე, რომ ქვეყანში შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც თადაცვის, ფინანსთა, შინაგანი და საგარეო საქმეების მინისტრები უცვლელები დარჩებოდნენ, ხოლო კაბინეტის სხვა პოსტებს ახალი მინისტრები გაინაწილებდნენ. კომუნისტური და ისლამისტური პარტიები კოალიციურ მთავრობაში მიწვეული არ იყვნენ.

XS
SM
MD
LG