ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის პრემიერი ახალი მთავრობის შექმნას აპირებს


პრემიერ მინისტრის განცხადებით, ახალ მთავრობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებები ექნება

ტუნისის პრემიერ-მინისტრი ჰამადი ჯებალი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის შემდეგ, მას გადაწყვეტილი აქვს ახალი მთავრობა შექმნას.

ჯებალმა ეს განცხადება ოთხშაბათს ეროვნული ტელევიზიით მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩოკრი ბელაიდის სიკვდილის გამო ტუნისის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდა. დაპირისპირების საპასუხოდ, დემონსტრანტებმა ისლამისტური პარტიის შტაბბინის წინ ცეცხლი დაანთეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალ მთავრობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებები ექნება.
XS
SM
MD
LG