ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში ისლამისტები კვლავ აქტიურობენ


ტუნისში პოლიციასა და ისლამისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ექსტრემისტულ ჯგუფ ანსარ ალ-შარიას ყოველწლიური შეკრების ნებართვა არ მისცა. ეს ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ ტუნისში ისლამისტები ჯერ კიდევ არიან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა აცხადებდა, რომ მათთან ბრძოლა წარმატებულად მიმდინარეობდა.

თებერვალში სეკულარული ოპოზიციის ლიდერის მკვლელობამ ტუნისის მოსახლეობაში პროტესტის ტალღა გამოიწვია, რომელიც არაბული გაზაფხულის რევოლუციის შემდეგ საზოგადოების ქუჩაში გამოსვლის პირველი შემთხვევა იყო.
XS
SM
MD
LG