ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ტუნისში გრძელდება


საპროტესტო აქცია ტუნისში გრძელდება
საპროტესტო აქცია ტუნისში გრძელდება

ათასობით ტუნისელი შეიკრიბა ამ ქვეყნის დედაქალაქში ახალი მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ტუნისელი პოლიციელებიც შეუერთდნენ.

ხალხი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული ადამიანების მთავრობიდან გაძევებას მოითხოვს. ტუნისის პრემიერ-მინისტრის მუჰამედ ღანუჩის განცხადებით ის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე დატოვებს თავის თანამდებობას.

ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ბენ ალი ერთი კვირის წინათ გაიქცა ქვეყნიდან სახალხო გამოსვლების შემდეგ, რასაც 78 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG