ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პატრიოტები“ თურქეთ-სირიის საზღვარზე


ამერიკული წარმოების ნატოს ექვსი ერთეული სარაკეტო სისტემა უკვე განლაგდა თურქეთის საზღვარზე. მათი მიზანი სირიის ავიაციის შეტევების აღკვეთაა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

იანვრის შემდეგ პატრიოტის სისტემის რაკეტები ქალაქ გაზიანტეპთან მდებარე სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული. ქალაქიდან 50 კილომეტრში უკვე სირიის საზღვარია, რომლის იქითაც სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ომს უკვე 70 ათასამდე ადამიანი შეეწირა. სირიის სამთავრობო არმია ამბოხებულებზე შეტევებს ახორციელებს, რომელთაც თავიs მხრივ თურქეთის ხელისუფლება უჭერს მხარს.

იყო შემთხვევა, როდესაც სირიის სამხედრო თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხუთი ადამიანი შეეწირა. თურქეთის მთავრობამ შესაბამისად ნატოს სარდლობას ანტისაჰაერო რაკეტების განთავსების თხოვნით მიმართა.

ნატოს ჯარების ერთერთი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ჩარლზ ბრენსონი ამბობს, რომ როდესაც ანტისარაკეტო სისტემა პოტენციურ საფრთხეს აღმოაჩენს, შეტყობინებას უგზავნის ნატოს სარდლობას. ისინი უკვე რამდენიმე წამში იღებენ გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ.

„ისინი გვისაზღვრავენ დავალებას, გნებავთ ფილტრავენ მოქმედებას. თუკი პასუხი პოზიტიურია, მაშინ ეს მტერია; თუკი პასუხი მოდის, როგორც ნეგატიური, მაშინ ეს არის მეგობარი ქვეყანა. ისინი ახდენენ მოქმედების განსაზღვრას. შემდეგ ეს ინფორმაცია ეგზავნება რაკეტის გამშვებს. დავალებაში ნათქვამია, უნდა ისროლო რაკეტა თუ არა,“ - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი.

ორ ამერიკულ სარაკეტო ბატარეას 575 ჯარისკაცი ემსახურება. თითოეული ბატარეა ექვს გამშვებს შეიცავს, რომელიც 48 რაკეტით არის აღჭურვილი.

ამერიკის გარდა თურქეთში თითო-თითო სარაკეტო ბატარეა გააგზავნეს გერმანიამ და ჰოლანდიამ. ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სარაკეტო სისტემებს თავდაცვითი დანიშნულება აქვს.

ბატარეის ხელმძღვანელი კაპიტანი ლესლი დემბეკი ამბობს, რომ პირადმა შემადგენლობამ ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე უნდა გააგრძელოს ზრუნვა.

„გვეძლევა საშუალება, რომ გავიაროთ ტრენინგი და განვახორციელოთ სიმულაციური სცენარები,“ - ამბობს კაპიტანი დემბეკი.

სამხედროებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ რამდენ ხანს მოუწევთ თურქეთში სირიის საზღვართან ყოფნა. სირიელი ამბოხებულები კვლავ დაჟინებით ითხოვენ სირიის თავზე არასაფრენი ზონის დაწესებას, რომლის გარეშეც სარაკეტო სისტემებს მხოლოდ საზღვრის დაცვის ფუნქცია აკისრია.
XS
SM
MD
LG