ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთშაბათ საღამოს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ტვიტერის" გვერდი დროებით დაიბლოკა. 11 წუთის განმავლობაში სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც მისი გვერდის მოძებნას ცდილობდნენ, ხედავდნენ შეტყობინებას, რომ "ასეთი ანგარიში არ არსებობს".

"ტვიტერმა" თავიდან განაცხადა, რომ ეს კონკრეტული ადამიანის შეცდომის გამო მოხდა, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გვერდის დეაქტივაცია მომხმარებელთა დახმარების თანამშრომლის გამო მოხდა, რომელსაც ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.

"ჩვენ ვატარებთ ყოვლისმომცველ შიდა შესწავლას", - განაცხადა კომპანიამ.

თეთრ სახლს ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გუაკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG