ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა ბიუჯეტის პირველი პროექტი წარმოადგინა


თეთრმა სახლმა ფედერალური მთავრობის ბიუჯეტი წარადგინა, რომელსაც ადმინისტრაცია მოიხსენიებს სახელით “ამერიკა პირველ ადგილზე.”

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგარეო დახმარება და გარემოსდაცვა.

დამტკიცების შემთხვევაში ბიუჯეტი საფუძვლიანად ცვლის შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს.

“ცხადია რომ ეს ძალაზე დაფუძნებული ბიუჯეტია და ის არ ითვალისწინებს რბილ ძალას,” ასე აფასებს პრეზიდენტის ბიუჯეტის პროექტს მიკ მულვანი, თეთრი სახლის ბიუჯეტის და მენეჯმენტის ოფისის დირექტორი.

ბიუჯეტის მიხედვით, 28 პროცენტით უმცირდება დაფინანსება სახელმწიფო დეპარტამენტს. თავდაცვის ბიუჯეტი კი 54 მილიარდი დოლარით იზრება და წლიურ 600 მილიარდს აღწევს.

ბიუჯეტის დასამტკიცებლად პრეზიდენტს 60 სენატორის მხარდაჭერა დასჭირდება, ამჟამად რესპუბლიკური პარტია სენატში 52 ადგილს ფლობს.

XS
SM
MD
LG