ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა კონგრესს საიმიგრაციო შეზღუდვაზე მოთხოვნები წარუდგინა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კვირას აღნიშნა, რომ თუ დემოკრატებს სურთ მოლაპარაკება ე.წ. „მეოცნებეების“ ქვეყანაში დარჩენაზე, მათ საიმიგრაციო პროგრამას უნდა გადახედონ და მისი წესები გაამკაცრონ. "მეოცნებეები" ის იმიგრანტები არიან, რომლებიც არასრულწლოვან ასაკში მშობლებმა არალეგალურად ჩამოიყვანეს შეერთებულ შტატებში.

პრეზიდენტის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორისაა „მწვანე ბარათის“ სისტემის გადახედვა, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება და საიმიგრაციო სამსახურში დამატებით 10,000 თანამშრომლის აყვანა.

გასულ თქვეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აპირებს გააუქმოს ახლადჩამოსულ ბავშვთათვის საიმიგრაციო გადავადების პროგრამა (DACA), რომელიც პრეზიდენტ ობამას დრო იქნა მიღებული. ეს პროგრამა ამერიკაში, დაახლოებით 800,000 იმიგრანტს იცავს. ტრამპის წინადადება ასევე ითვალისწინებს დევნილების მიღების შემცირებას და ამკაცრებს იმ წესებს, რომლებიც ამერიკაში შესვლასა და იმიგრაციას განსაზღვრავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG