ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პატიმრობიდან გათავისუფლებულ სპორტსმენებს გამოეხმაურა


პრეზიდენტი ტრამპი, ჩინეთში მაღაზიაში ქურდობისთვის დაპატიმრებული და მისი ჩარევის შემდეგ გათავისუფლებული ამერიკული კოლეჯის კალათბურთის გუნდის სამი მოთამაშის მადლობის სიტყვებს გამოეხმაურა.

ტრამპმა „ტვიტერით“ განაცხადა, რომ კალათბურთელებმა მადლობა ჩინეთის პრეზიდენტსაც უნდა გადაუხადონ და ამასთან ერთად, მან გაფრთხილებაც დაურთო.

პრეზიდენტმა დაწერა: „კალიფორნიის უნივერსიტეტის სამ კალათბურთელს ვეტყვი, არაფერს, დიდი მადლობა გადაუხადეთ ჩინეთის პრეზიდენტს... რომელმაც თქვენი გათავისუფლება შესაძლებელი გახადა და დიდებულ ცხოვრებას გისურვებთ! ფრთხილად იყავით, ცხოვრების გრძელ და მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ბევრი საფრთხე დაგხვდებათ.“

აზიის ტურნედან დაბრუნების დროს, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კალათბურთელების თემა სი ძინ პინგთან საუბრისას წამოწია და საკითხის მოგვარება ჩინეთის ლიდერის დახმარებით მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG