ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ევროპული ტურნე გრძელდება


დღეს, 3 ივნისს, პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთს ეწვია. შემდეგი გაჩერება საფრანგეთი იქნება. ტრამპი იქ თავის კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება. „თეთრი სახლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში, ნორმანდიაში ჩავა, რათა დაესწროს ე.წ დი-დღის აღნიშვნას. ეს იყო დღე, როდესაც ამერიკელმა და სხვა სხვადსხვა ეროვნების ჯარისკაცებმა წარმატებით ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია და საფრანგეთი გერმანელი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლეს.

მაშინ, სულ 425,000 ჯარიკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან დაიკარგა ამ ბრძოლაში. ოპერაციას კოდური სახელი "ოვერლორდი" ერქვა. თუმცა, ის ისტორიაში შესულია, როგორც დი-დღე. მაშინ საფრანგეთის სანაპიროზე ათასობით უცხოელი ჯარისკაცი გადავიდა, როგორც სანაპიროდან, ისე ციდან. „ამის დაგეგმვას წლები დასჭირდა. ალბათ, ათასობით რუკა ჰქონდათ და ათასობით გადაწყვეტილება მიიღეს. ეს წარმოუდგენლად რთული იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს, თუნდაც, იმ ტექნიკით, რაც გვაქვს ამის გამეორება შესაძლებელი იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ჯარისკაცებმა ყველაფერი ჯიპიესისა და ინტერნეტის გარეშე დაგეგმეს“, ამბობს სკოტ დესჟარდინსი ამერიკული საბრძოლო მონუმენტების კომისიიდან.

ცნობილია, რომ უცხოელი ჯარისკაცებიდან 8,500 ადამიანი დაიღუპა. მათგან, 2,012 ამერიკელი ჯარისკაცი იყო. კიდევ 2000 დაიჭრა ან დაიკარგა. ჯარისკაცების გაღებული მსხვერპლის პატივსაცემად, საფრანგეთმა ამერიკას ტერიტორია გადასცა, სადაც ახლა ამერიკული სასაფლაოა.

ყოველწლიურად, ნორმანდიაში დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან, რათა პატივი მიაგოს მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის გასწირა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ნორმანდიას სწორედ ამ მიზნით ესტუმრება, რათა პატივი მიაგოს იმ ადამიანებს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო კონტინეტის გასათავისუფლებად.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG