ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკის ეკონომიკის ზრდით ამაყობს


დონალდ ტრამპმა დღეს თქვა, რომ ეკონომიკის ზრდა წლის მეორე მეოთხედში ძალიან ძლიერია. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლოა ბოლო 13 წლის განმავლობაში "ყველაზე მაღალი წლიური საშუალო მაჩვენებლის" მომასწავებელიც კი იყოს.

შეერთებული შტატების ეკონომიკა ამ წლის მეორე მეოთხედში საშუალო წლიური მაცვენებლით, 4.1 % -ით გაიზარდა. ეს დაახლოებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია, - ამბობს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი.

პრეზიდენტი ტრამპი მიღწეულით ამაყობს. მისი თქმით, კიდევ უფრო მაღალი და კარგი მონაცემებია მოსალოდნელი, რადგან ამერიკა აგრძელებს სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG