ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად ეწვია


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად ეწვია. პრეზიდენტი ახალი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ფიცის დადების რიტუალი ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შეასრულა.

პომპეომ, რომელიც პირველი დიპლომატის პოსტზე დანიშნვამდე დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი იყო, პირობა დადო, რომ ამერიკის დიპლომატიურ უწყებას ისევ საამაყო სამუშაო დაწესებულებად აქცევს.

ფიცის დადებამდე ერთი დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრის პომპეომ თქვა, რომ “ამერიკის დიპლომატიური კორპუსი მსოფლიოს ყველა კუთხეში უნდა იყოს და ამ ქვეყნის სახელით მისიას ასრულებდეს." მან ასევე დასძინა, რომ მისი "თავმდაბალი და გულახდილი სურვილია" ამერიკის დიპლომატებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG