ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ენერგო-პროექტების სასარგებლოდ გარემოს დაცვის რეგულაციებს აუქმებს


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერს ხელს, რომლებიც გარემოს დაცვის რეგულაციებს ცვლის. ტრამპის გადაწვეტილების მიზანი შეერთებულ შტატებში ენერგო წარმოების გაზრდაა.

ერთ-ერთი ბრანებით სატრანსპორტო დეპარტამენტმა უნდა შემოიმუშაოს ახალი წესი, რომლითაც დაშვებული იქნება თხევადი ბუნებრივი აირის სარკინიგზო გადაზიდვა. ბრძანება ასევე ცვლის გარემოს დაცვის სააგენტოს "სუფთა წლის აქტის" ერთ-ერთ მუხლს. აქტის ამ ნაწილის თანახმად, მასპინძელმა შტატებმა უნდა გასცენ იმ პროექტზე მუშაობის დაწყების ნებართვა, რომლებიც გამდინარე წყალში ნარჩენების ჩაშვებას მოიცავს და არა ფედერალურმა მთავრობამ. პრეზიდენტი ამ მოთხოვნას, სავარაუდოდ, გააუქმებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჟურნალისტებთან საუბარში არსებულ რეგულაციებს "დრომოჭმული" უწოდა და განაცხადა, რომ რეგულაციებმა პროექტების შეჩერება და სამუშაო ადგილების დაკარგვა განაპირობა.

"ჩვენ არ ვართმევთ შტატებს უფლებას, არამედ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვუზრუნველყოთ შტატების ქმედებების შესაბამისობა კანონის შინაარსთან", - თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ტრამპის ბრძანებით, გარემოს დაცვის სააგენტო, შტატებთან, შესაბამის უწყებებთან და ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების შემდეგ ახალ წესებს შეიმუშავებს.

ადმინისტრაციის პოზიციით ცვლილებების სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოიტანს და არ მისცემს უფლებას ცალკეულ შტატს დაბლოკოს მილსადენის პროექტები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG