ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი გაეროს „რეფორმის ჯგუფს“ სიტყვით მიმართავს


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორშაბათს გაეროში სიტყვით გამოდის, რომელიც ორგანიზაციის რეფორმას შეეხება. ტრამპი „რეფორმის ჯგუფს“ მიმართავს და მათგან ხარჯების შემცირებას ითხოვს.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა გაერო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორგანიზაცია არც დემოკრატიის და „არც ამერიკის მეგობარი არ არის“. თუმცა პოზიცია მან მოგვიანებით შეარბილა.

მისი განცხადებით, გაეროს „დიდი პოტენციალი აქვს“ და მან ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიღებული დამატებითი სანქციების გამო შეაქო. გაერო ამ დღეებში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომებს მართავს, ტრამპი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით სამშაბათს გამოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG