ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს არ სჯერა, რომ ტილერსონმა პრეზიდენტს "ჭკუასუსტი" უწოდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის რექს ტილერსონს ინტელექტუალური კოეფიციენტის გამოსავლენ ტესტში დაამარცხებდა. შეერთებული შტატების ლიდერმა "ფორბსთან" ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თაობაზე გავრცელებულ ცნობებს სიყალბედ მიიჩნევს.

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ტილერსონმა პრეზიდენტს პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე "ჭკუასუსტი" უწოდა. სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტის ერთგულება არაერთხელ გამოხატა და რამდენიმე დღის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, ტილერსონს საჯაროდ არც არასოდეს უარყვია აღნიშნული კომენტარი. გასულ კვირას მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "არ ვაპირებ მსგავს წვრილმანებში ჩართვას... არ ვაპირებ ამ ადმინისტრაციის დანაწევრების მცდელობის ნაწილი გავხდე".

დღეს შუადღეზე პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს და თავდაცვის მდივან ჯიმ მატისს ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG