ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მექსიკასთან საზღვრის სრული დაკეტვით იმუქრება


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სრულად დახურავს მექსიკასთან საზრვარს, თუკი დემოკრატები ამ საზღვარზე კედლის აშენებას არ დათანხმდებიან.

"ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, რომ სამხრეთის საზღვარი სრულად დავკეტოთ, თუკი ობსტრუქციონისტი დემოკრატები არ დათანხმდებიან ჩვენთვის ფულის მოცემას იმისთვის, რომ დავასრულოთ კედლის შენება და შევცვალოთ სასაცილო საიმიგრაციო კანონები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტვირთად აწევს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე".

პრეზიდენტი და დემოკრატი კანონმდებლები სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. პრეზიდენტი კედლის ასაშენებლად 5 მილიარდ დოლარს ითხოვს, დემოკრატები კი მას მხოლოდ 1.3 მილიარდს სთავაზობენ, ისიც არა მხოლოდ კედლის, არამედ სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის. უკვე ერთი კვირაა ფედერალური ფინანსების ამოწურვისა და ახალი შეთანხმების არარსებობის გამო, ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია. რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ვერ მუშაობს და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG