ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გუნდში ახალი მთავრობის დაკომპლექტების გარშემო განხეთქილებაა


დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკი
დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკი

ტრამპის მიერ ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი შიდა დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. ტრამპი ამ საკითხს Twitter-ზე გამოეხმარა და განაცხადა, რომ „მხოლოდ მას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ იქნებიან ფინალისტები“. არჩევნებამდე, ტრამპის ხელისუფლების გადაცემის გუნდს, ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი ხელმძღვანელობდა. გასულ პარასკევს კრისტი მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ჩაანაცვლა და სხვადასხვა წყაროს ცნობით, მან გუნდიდან ლობისტები გაათავისუფლა. გუნდი ასევე დატოვა მაიკ როჯერსმა, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ყოფილმა უფროსმა, რომელიც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობას ვაშინგტონის „ჭაობის დაშრობას“ პირდებოდა და ამბობდა, რომ ყოფილ მთავრობის წევრებს აუკრძალავდა თანამდებობის დატოვების შემდეგ ლობისტურ კომპანიებში მუშაობას. მიუხედავად ვარაუდებისა, ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ დაიკავებს ისეთ თანამდებობებს როგორიცაა სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG