ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმის ჯგუფს შეხვდა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს მოუწოდა გაატარო შიდა „მკვეთრი რეფორმები.“ მისი განცხადებით, ეს რეფორმები ორგანიზაციას დაეხმარება გახდეს „უფრო დიდი ძალა მშვიდობის დასამყარებლად.“ ეს პრეზიდენტის რანგში, ტრამპის პირველი ვიზიტია გაეროში.

„ჩვენ გვინდა გაერო, რომელიც ხელახლა შეიძენს ხალხის ნდობას მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა გაეროს „რეფორმის ჯგუფთან“ სიტყვის გამოსვლისას.

ტრამპმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეაქო ორგანიზაციის რეფორმის გეგმის შემუშავებისთვის. მისი განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს ამ რეფორმის პროცესს.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა გაერო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორგანიზაცია არც დემოკრატიის და „არც ამერიკის მეგობარი არ არის.“ თუმცა პოზიცია მან მოგვიანებით შეარბილა. მისი განცხადებით, გაეროს „დიდი პოტენციალი აქვს.“ ასევე, მან ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიღებული დამატებითი სანქციების გამო ქებით მოიხსენია. ტრამპი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით სამშაბათს, 19 სექტემბერს გამოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG