ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ეგვიპტის ლიდერს თეთრი სახლის კარი გაუღო


თეთრი სახლი დღეს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის მასპინძლობს. ეს ვაშინგტონში ეგვიპტის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-სისის პირველად არ ხვდება. მათ ერთმანეთი 2016 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაიცნეს.

ტრამპის წინამორბედმა ბარაკ ობამამ ქაიროს დახმარება მას შემდეგ გაუყინა, რაც ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. 2013 წელს გენერალ ალ-სისის მეთაურობით, ქვეყნის ისტორიაში პირველი, დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ჩამოაგდეს. ერთი წლის შემდეგ, გენერალი ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.

კვირის განმავლობაში თეთრ სახლში კიდევ ერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. ოთხშაბათს დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში იორდანიის ლიდერს, მეფე აბდულას მიიღებს. ხუთშაბათს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ ფლორიდის შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს კურორტზე გაფრინდება, სადაც ორდღიან მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG