ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს სანქციების კანონი არაკონსტიტუციურად მიაჩნია


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, თუმცა მას „სერიოზულად ნაკლოვანს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი ზოგიერთი პირობა "აშკარად არაკონსტიტუციურია".

კანონი, რომლის მიზანიც მოსკოვის დასჯაა გასული წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის, აწესებს ახალ სანქციებს რუსეთისთვის, ისევე როგორც ირანისა და ჩრილოეთ კორეისთვის. ის ასევე ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მოხსნას ან შეამსუბუქოს სანქციები კონგრესთან კონსულტაციების გარეშე.

„აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვით, ეს კანონი უფრო რთულს ხდის იმას, რომ ამერიკელთათვის სასარგებლო გარიგებები დადოს", - ამბობს ტრამპი თეთრი სახლის მეირ გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში და აქვე განმარტავს კანონის ხელმოწერის მიზეზს:

"მიუხედავად მისი პრობლემურობისა, მე კანონს ხელს ვაწერ ერის მთლიანობისთვის. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი პირველად წარმოადგინეს, კონგრესთან არაერთხელ გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად ხელყოფს ის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას და რამდენად უარყოფითი შედეგები ექნება მას ამერიკული კომპანიებისთვის ისევე, როგორც ის ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG