ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა არჩევნების შედეგების არაღიარების გადაწყვეტილება თავად მიიღო


დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ მან უარყო საკუთარი ადვოკატების რჩევა, შეეწყვიტა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. სატელევიზიო ეთერით გასულ ინტერვიუში, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ სცემდა პატივს ადვოკატებს და თავად გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მის საწინააღმდეგოდ გაყალბდა. ტრამპი აღნიშნულ განცხადებას დღემდე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იმეორებს.

„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო“, განუცხადა ტრამპმა "ენ-ბი-სის" ჟურნალისტებს კვირას, 17 სექტემბერს გასულ ტელეინტერვიუში, რომ არჩევნების შედეგები მის წინააღმდეგ იყო „გაყალბებული“. ექსპრეზიდენტის თქმით, აღნიშნული დასკვნის გამოტანისას იგი დიდწილად საკუთარ „ინსტინქტებს“ ეყრდნობოდა. კითხვაზე, თუ რატომ უარყო მან თეთრ სახლში იურისტების შეხედულებები და ის, რომ მან მაშინ არჩევნები წააგო, ტრამპმა უპასუხა: „რადგან მე მათ პატივს არ ვცემდი“.

მათ შორის, ვინც მას არჩევნების შედეგების აღიარება ურჩია და უთხრა, რომ ის აშკარად წაგებული იყო, ტრამპმა დაასახელა ყოფილი გენერალური პროკურორი უილიამ ბარიც. მასზე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის "მკაცრი იყო", მაგრამ "არ აკეთებდა თავის საქმეს, რადგან ეშინოდა".

ტრამპი დღესაც საპრეზიდენტო კამპანიაშია ჩართული და დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი რესპუბლიკელ კანდიდატებში კვლავ ლიდერობას ინარჩუნებს, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ერთდროულად ოთხი საქმე მიმდინარეობს. მათ შორის ორი, სწორედ ტრამპის მიერ 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას ეხება. ყოფილი პრეზიდენტი ყველა ამ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ თვლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG