ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კოვიდ-19-ზე ანალიზი მილიონმა ამერიკელმა აიღო


შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით მიღებულ, სოციალური დისტანცირების ერთი თვით გახანგრძლივებას, შეუძლია ქვეყანაში მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. "დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ" - უთხრა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს, "სხვა არჩევანი არ გვაქვს".

პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსზე ანალიზების აღება ქვეყნის მასშტაბით განუზომლად გაიზარდა. ტრამპი ამბობს, რომ დღეისთვის კოვიდ-19-ზე ტესტი უკვე მილიონ ამერიკელს აქვს გაკეთებული.

160 000-ზე მეტი დადასტურებული ინფიცირების ფაქტით, შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსმა 2 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ორშაბათს, ამერიკაში, ერთ დღეში სიკვდილიანობის რეკორდული, 486 ფაქტი აღირიცხა.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის სფეროს უმაღლესი ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ და მაქსიმალურად შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. მათი პროგნოზებით, კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი ამერიკაში 100-დან 200 ათასამდე იქნება.

დონალდ ტრამპი ორშაბათს შტატების გუბერნატორებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის. ადგილობრივი მმართველების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ტესტერების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ და ამიტომ ინფიცირებულებზე თვალის მიდევნება და კლასტერების კონტროლი გართულებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG