ტრამპის კამპანიის შესაძლო კავშირები კრემლთან
დონალდ ტრამპმა რამდენიმე გავლენიანი მრჩევლის რუსეთთან ახლო კავშირების ბრალდებები უარყო. მან გადამდგარი გენერალი მაიკლ ფლინიც დაიცვა. ფლინმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დანიშნვიდან 23 დღეში დატოვა. სკანდალი, რომლის გამოც გენერალს თანამდებობის დატოვება მოუწია, რუსეთს უკავშირდება.