ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპის საგარეო ვიზიტები დასრულდა


იტალია, დიდი შვიდეულის შეხვედრა
იტალია, დიდი შვიდეულის შეხვედრა

პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდა, სადაც განხილვა მის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ ჯერ ისევ არ ჩამცხრალა. მისი პირველი საგარეო ვიზიტის შეფასებისას ტრამპმა „ტვიტერზე“ განაცხადა: „ეს ვიზიტი ამერიკისთვის დიდი წარმატება იყო. ბევრი სამუშაო, მაგრამ დიდი შედეგები“.

პრეზიდენტმა ასევე ტვიტერზე რამდენჯერმე გაილაშქრა მედიის წინააღმდეგ და სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი.

თეთრი სახლი და ტრამპის სიძე და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, გამოძიების ცენტრშია. „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, კუშნერმა რუსეთის ელჩს ვაშინგტონში მოსკოვთან საიდუმლო კავშირის დამყარების თხოვნით მიმართა. ტრამპის საარჩევნო კავშირებს რუსეთთან და მოსკოვის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობის საკითხს საგანგებო გამომძიებელი იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG