ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უხეშ გამონათქვამებს ნანობს


პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა გუშინ აღიარა, რომ ის ნანობს კამპანიის დროს გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„ზოგჯერ გახურებული დებატების და ბევრ საკითხზე ერთდროულად საუბრის დროს, სწორ სიტყვებს ვერ არჩევ. გჯერათ ამის თუ არა, ვწუხვარ, რომ ამან ბევრის ტკივილი გამოიწვია,“ ასე მიმართა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა პრეზიდენტ ობამას „მატყუარა“ უწოდა და ის პატიმრების გასათავისუფლებლად გამოსასყიდი თანხის გადახდის უარყოფისთვის გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG