ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ტრამპს და პუტინს შორის ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება


თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი აცხადებს, რომ ვიეტნამში სამიტზე მყოფ დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინთან მოკლე შეხვედრა ექნება, მაგრამ ეს არ იქნება საკითხების არსობრივი განხილვა.
თეთრმა სახლმა ეს განცხდება მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტები კვირის ბოლოს ვიეტნამში შეხვდებოდნენ.

“პუტინთან შეხვედრა არასდროს დადასტურებულა და შეხვედრა არ შედგება ორივე მხარის გადატვირთული დღის წესრიგის გამო,” ამბობს სანდერსი ჟურნალისტებისთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, პრეზიდენტებს შორის ფორმალური შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა შესაძლებელია პრეზიდენეტებმა მოკლე, არაფორმალური საუბარი გამართონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG