ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი და ტრამპი 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდებიან


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკიში შეხვდებიან.

ეს იქნება მათი პირველი ფორმალური სამიტი. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარემ მას შემდეგ დაადასტურა, რაც დონალდ ტრამპის ეროვნული უსასფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, გუშინ, პრეზიდენტ პუტინთან და სხვა რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა დაასრულა.

ბოლტონმა გუშინვე პრესასთან საუბრისას დასძინა, რომ განსახილველ საკითხებს შორის ფართო სპექტრის საკითხები იქნება, მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისივე თქმით, ორივე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გამოწვევებიდან კონსტრუქციული გამოსავალის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG