რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება დაწყებულია. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, შეხვედრა დონალდ ტრამპის ევროპული ტურნეს დროს, ივლისში უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, ორი ქვეყნის ლიდერი 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს სამიტამდე შეხვდება ან სამიტის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.
ოთხშაბათს, თეთრმა სახლმა არ უპასუხა ამ შეკითხვას. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნული არც ვლადიმირ პუტინის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დააკონკრეტა. თუმცა, თქვა, რომ აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანი ჯონ ბოლტონი მომავალ კვირას მოსკოვში ჩავა მოსამზადებელი სამუშაოების შესაჯერებლად.
Facebook Forum