ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შაბათს ტელეფონით ისაუბრეს. ორივე პრეზიდენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად და სირიასა და მთელს მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად.

ორი სახელმწიფოს მეთაურმა პირველად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. თეთრი სახლის განცხადებით, ორი პრეზიდენტის ერთი საათის განმავლობაში განხორციელებული საუბარი პოზიტიურ ხასიათს ატარებდა და იყო "მნიშვნელოვანი დასაწყისი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის."

XS
SM
MD
LG