ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კედელს ავაშენებთ თუნცაც ამან საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვიოს


დონალდ ტრამპი ფენიქსში

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის მზადაა წავიდეს რისკზე და ააშენოს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედელი, თუნდაც ამან საბიუჯეტო კრიზის გამოიწვიოს.

„მთავრობის მუშაობის შეჩერებაც რომ მოგვიწიოს, ამ კედელს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ტრამპმა ფენიქსში. მისი თქმით, გასულ ოქტომბერს ამერიკის მოსახლეობამ „ხმა მისცა საიმიგრაციო კონტროლს“.

კედლის აშენება კონგრესის თანხმობას საჭიროებს. კონგრესს 2018 წლის ფისკალურ ბიუჯეტზე, რომელიც 1 ოქტომბრიდან აითვლება, მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. კონგრესში აღნიშნულ იდეას დემოკრატები მხარს არ უჭერენ. ტრამპის ფენიქსის გამოსვლას, მოსახლეობის ნაწილი პროტესტით შეხვდა. გამოსვლის დასრულების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზით დაშალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG