ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პარიზის კლიმატის შესახებ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას


პრეზიდენტი ტრამპი დღეს გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის 2015 წლის კლიმატის შეთანხმებას. ტრამპი, ვაშინგტონის დროით 15 საათზე განცხადებას გააკეთებს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მან ბევრი ადამიანის აზრი მოისმინა ორივე მხრიდან. თეთრი სახლის პრესსპიკერის, შონ სპაისერის თქმით, ტრამპი ბიზნეს და უცხო ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხელს 195 ქვეყანა აწერს. აღნიშნულს გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და ევროკავშირი. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს პარიზის შეთანხმების არსი „სრულად არ ესმის“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG