ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: წევრების ფინანსური დაპირებების შემდეგ, ძალიან ძლიერი ნატო გვექნება


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ბრიუსელის სამიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიღწეულია ახალი საბიუჯეტო დაპირებები ალიანსის წევრების მხრიდან.

ეს მას შემდეგ, რაც მან დაიჩივლა, რომ ვაშინგტონი, ნატოს საერთო საოპერაციო ხარჯებისთვის ყველაზე მეტს იხდის. პრეზიდენტის განცხადებით, ის მოხარულია, რომ მოკავშირეებმა ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს თავიანთ ვალდებულებებში, რათა მეტი დახარჯონ საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ახლა ძალიან ძლიერი ნატო გვაქვს სახეზე."

ეს სიტყვები პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დღეს, ლონდონში გაფრენამდე უთხრა მანამ, ვიდრე ის ბრიტანეთის პრემიერს და დედოფალ ელისაბედს შეხვდება.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რამდენით გაზრდიან ნატოს წევრები თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG