ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას წარმოადგენს


დღეს ამერიკის პრეზიდენტი ვაშინგტონში სიტყვით გამოვა და ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას წარმოადგენს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს სტრატეგია არის „გასაგები, ცხადი ხედვა“ იმ საფრთხეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას იმ პოლიტიკის პარალელურად, რომელიც ამერიკის ინტერესების პრიორიტეტულობას გულისხმობს. ოფიციალური პირები ასევე მიანიშნებენ, რომ ეს შემდგომი თავდაცვითი თუ ანტიტეროსტიული სტრატეგიების საფუძველი იქნება.

„ჩვენ საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ვართ და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დაწინაურდეს ჩვენი მიზნები და ინტერესები ამ შეჯიბრში“, ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მისივე თქმით, სტრატეგიაში სამი სახის გამოწვევებია იდენტიფიცირებული.

გამოწვევათა პირველ ჯგუფში შედიან ქვეყნები - რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას ცდილობენ, როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური გზებით და ეს ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

გამოწვევათა მეორე ჯგუფი გულისხმობს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა/დახვეწაზე მუშაობენ და ტერორისტულ თუ სხვა სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ აქტივობებს ახორციელებენ.

მესამე ჯგუფი კი ტრანსსასაზღვრო ტეორისტულ ჯგუფებსა და კრიმინალურ სინდიკატებს გულისხმობს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორაა დოკუმენტში წარმოდგენილი თითოეულ ამ საფრთხესთან დაპირისპირების გზები და მეთოდები.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯინ მაკმასტერი ამბობს, რომ აუცილებელია ერთობლივი და სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ ქვეყნებმა პატივი სცენ კანონის უზენაესობას, მათი მეზობლების სუვერენიტეტს, მხარი დაუჭირონ მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდგომ მიღწეულ მშვიდობასა და წესრიგს, სტაბილურობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG