ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ საუბრობს


პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების დაზიანებები მინიმალური იყო. პრეზიდენტ ტრამპს აკრიტიკებდნენ მისი განცხადების გამო, როცა მან თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა.

„როგორც ვიცი, მათ თავის ტკივილი და კიდევ რამდენიმე რაღაც აწუხებდათ..შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი სერიოზული არ ყოფილა.“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რვა იანვარს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ თავდასხმისას 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG