ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშაბათს ტრამპის და მერკელის შეხვედრა შედგება


რთული დასაწყისის შემდეგ, სამშაბათს ტრამპის და მერკელის პირველი შეხვედრა შედგება.

როდესაც ორი ლიდერი შეხვდება, ეს ორი სავსებით განსხვავებული ტიპის ლიდერის შეხვედრა იქნება. ტრამპი სავსებით არაორდინალური ლიდერია მერკელისგან განსხვავებით, რომლისთვისაც კანცლერის კარიერის განმავლობაში ტრამპი ამერიკის მესამე პრეზიდენტია და თვითონ ზომიერებით და ადვილად პროგნოზირებადი მართვის სტილით გამოირჩევა.

ტრამპმა მერკელი არაერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიაში მილიონზე მეტი ლტოლვილი შეუშვა. მან ასევე სავაჭრო ომების თემა წამოწია, რაც გერმანიისთვის შემაშფოთებელი საკითხია, რადგან მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი ექსპორტს ეფუძნება.

მერკელმა კი მის მხრივ, ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ცივი ტონით მიულოცა და დემოკრატიული ღირებულებები შეახსენა.

ანალიტიკოსებს, დიპლომატებს და გერმანიაში მერკელის პოლიტიკურ მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მერკელი ტრამპთან ჰარმონიულ მუშაობას შეძლებს.

XS
SM
MD
LG