ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჯე-ინს ელიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მუნ ჯე-ინს შორის მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გასტანს.

შეხვედრა ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ივნისში დაგეგმილი სამიტის წარმატების თაობაზე მზარდი სკეპტიციზმის ფონზე გაიმართება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კორეის ლიდერი შეეცდება დაარწმუნოს დონალდ ტრამპი იმაში, რომ ფხენიანთან უმაღლესი დონის შეხვედრა აუცილებელია და ამან შესაძლოა შედეგად ისტორიული გარღვევა მოიტანოს.

ამერიკელი და უცხოელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპს კითხვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, მიიღოს თუ არა მონაწილეობა სინგაპურში დაგეგმილ სამიტში. ისინი სამხრეთ კორეის მთავრობას ბრალს სდებენ იმაში, რომ გადაჭარბებით წარმოაჩინეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების მზაობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG