ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს დიდი პატივია“ - პრეზიდენტი ტრამპი რომის პაპს შეხვდა


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს და რომის პაპს შორის 30-წუთიანი შეხვედრა გაიმართა. „ეს დიდი პატივია“ - უთხრა ტრამპმა რომაული კათოლიკური ეკლესიის ლიდერს პაპ ფრანცისკეს მის პირად კაბინეტში გამართული მიღების დროს.

ვატიკანში ვიზიტი ამერიკის ლიდერის რანგში, ტრამპის პირველი უცხოური ტურის ნაწილია. ის ჯერ საუდის არაბეთს ეწვია, შემდეგ ისრაელს, ახლა კი იტალიაში იმყოფება. პრეზიდენტს თან ახლავს მეუღლე მელანია ტრამპი, შვილი ივანკა ტრამპი მეუღლე - ჯარედ კუშნერთან ერთად, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ეიჩ-არ მაკმასტერი და სხვა ოფიციალური პირები.

დღის ბოლოს პრეზიდენტი ტრამპი ბელგიაში მიემგზავრება. ხუთშაბათს ის ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს მორიგ სამიტს დაესწრება. პარასკევს კი ისევ იტალიაში დაბრუნდება, სადაც სიცილიის კუნძულზე მონაწილეობას დიდი შვიდეულის შეხვედრაში მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG