ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თეთრ სახლში კოსოვოს, სერბეთის ლიდერებს ხვდება


ვუჩიჩი, გრენელი, ჰოტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში სერბეთის პრეზიდენტსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ავდულა ჰოტის ხვდება. ეს ინფორმაცია ხუთშაბათს თეთრმა სახლმა გაავრცელა. ტრამპი დაესწრება ხელის მოწერის ცერემონიას და მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ შეხვედრაში. თეთრი სახლის განცხადებას არ დაუკონკრეტებია, თუ რას ეხება ხელმოწერა.

შეხვედრების პირველი დღის შემდეგ, რომელიც ძირითადად ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციას ეხებოდა, ვუჩიჩმა თქვა, რომ მას შეთანხმების პროექტი გადასცეს, სადაც ურთიერთაღიარებაზე იყო საუბარი და მან ის უარყო. სერბეთის პრეზიდენტის ეს განცხადება არ დაადასტურა დონალდ ტრამპის ელჩმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რიჩარდ გრენელმა.

თავის მხრივ ჰოტის ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ "კოსოვოსთვის მიუღებელი წინადადებები არასდროს წამოსულა თეთრი სახლიდან და ასე იქნება მომავალშიც."

ხუთშაბათს, მოლაპარაკებების პირველ დღეს, რიჩარდ გრენელი პროდუქტიულს უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG