ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მანაფორტის ვერდიქტზე მწუხარებას გამოთქვამს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწუხარებას გამოთქვამს მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერის პოლ მანაფორტის ვერდიქტთან დაკავშირებით. მანაფორტს თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე ათწლეულით ემუქრება.

“ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა,” განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას დასავლეთ ვირჯინიის შტატში სამშაბათ საღამოს.

პოლ მანაფორტი ნაფიცმა მსაჯულებმა თაღლითობის რვა ბრალდებზე დამნაშავედ სცნეს. დანარჩენ ორ ბრალდებაზე მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც მოსამართლემ მას ეს ბრალდებები მოუხსნა.

ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში ნაფიცი მსაჯულები ოთხი დღის განმავლობაში განიხილავდნენ მანაფორტის ვერდიქტს ჯამში 10 ბრალდებაზე.

“ეს დაიწყო, როგორც რუსეთთან თანამშრომლობის [გამოძიება]… ეს არის კუდიანებზე ნადირობა, რომელიც სამარცხვინოდ დამთავრდა. ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რის გამოც [გამოძიება] დაიწყეს - ჩვენს კამპანიაში რუსეთის ჩართულობის მოსანახად. ასეთი რამ არ მომხდარა,” თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG