ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში მაიკლ კოენის დაკითხვა გაგრძელდება


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი, რომელიც 27 თებერვალს შვიდ საათზე მეტი ხნის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატაში საჯარო ჩვენებას აძლევდა, 6 მარტს კონგრესში დაბრუნდება ამ პროცესის დასასრულებლად.

წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის მეთაური, დემოკრატი პოლიტიკოსი ადამ შიფი, კოენის ხელახალი მოწვევის შესახებ განცხადებას აკეთებს. ასევე, მოწვეული იქნება რუსეთში დაბადებული ბიზნესმენი ფელიქს სატერი, რომელიც მოსკოვში, ტრამპის კოშკის, ტრამპის უძრავი ქონების პროექტზე მუშაობდა. ამ ადამიანმა ამერიკული მედიის ყურადღება მიიპყრო მისი კავშირის გამო ამ პროექტთან, ისევე, როგორც დონალდ ტრამპთან. 2017 წელს გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ სატერმა, კოენთან ურთიერთობისას, ყურადღება გაამახვილა საკუთარ ნაცნობობაზე პრეზიდენტ პუტინთან, როცა ეს უკანასკნელი დაარწმუნა, რომ მოსკოვში ტრამპის სამოსახლო კომპლექსის მშენებლობა მის პრეზიდენტობას გაუხსნიდა კარს.

ადამ შიფმა აღნიშნა, რომ მაიკლ კოენის დახურულ კარს მიღმა ჩატარებული ჩვენების დროს, კანონმდებლებმა შეძლეს დეტალურად შეესწავლათ ის საკითხები, რომელიც გამოძიებას აინტერესებს, კერძოდ რუსეთის შესაძლო ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და რუსეთისა და ტრამპის მოკავშირეების კავშირები. კოენის დაკითხვა კონგრესში 3 დღის მანძილზე გრძელდებოდა, აქედან საჯაროდ ტელევიზიით მხოლოდ ერთი გადაიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG