ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას უნდა ველოდეთ ტრამპის და კიმის ვიეტნამის სამიტიდან?


შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის პირველი შეხვედრის უდიდესი მიღწევა ის იყო, რომ ის შედგა. თუმცა მიმომხილველები იმედოვნებენ, რომ მომავალი სამიტი 27 და 28 თებერვალს, უფრო მეტ კონკრეტულ შედეგს მოიტანს, ვიდრე გასულ წელს სინგაპურში მათი შეხვედრის შემდეგ ვიხილეთ.

გასულ წელს, სინგაპურში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ უნი „კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე“ შეთანხმდნენ.

ვიეტნამში ამერიკული მხარე ამ გეგმის პრაქტიკულ განხორციელებაზე შეთანხმებას მიღწევას შეეცდება.

„პირველი სამიტისგან განსხვავებით, ვფიქრობ ორივე მხარე იქნება ზეწოლის ქვეშ, რათა ხელშესახებ შედეგს მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ [სამიტი] წარუმატებლობად შეფასდება, და საწყის წერტილს დავუბრუნდებით", - ამბობს რობერტ მანინგი "ატლანტიკური საბჭოდან".

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რეალური ნაბიჯი გადადგას ბირთვული იარაღის პროგრამის განადგურებისაკენ. იქნება ეს ბირთვული ობიექტის დახურვა თუ ბირთვული შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ხოლო ფხენიანი ითხოვს, ამერიკამ სანქციები გააუქმოს ან 1950-იანი წლების კორეის ომის ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადოს.

თუმცა, ერთ-ერთი პროდუქტიული ნაბიჯი, რაც შესაძლოა სამიტს მოჰყვეს, პროცესის შედარებით უფრო დაბალი დონის ოფიციალური პირებისთვის გადაცემა იქნება.

„ორი ქვეყნის ლიდერი თავად ვერაფერს გადაწყვეტს. ვფიქრობ, ისინი არ არიან გათვითცნობიერებული საკმარისად, რათა ეს რთული საკითხები მოაგვარონ, ამისთვის საჭიროა მეცნიერები, საჭიროა ტექნიკური ექსპერტები“, - თქვა ჯეიმს მაკკეონმა, "შეიარაღების კონტროლის და გაუვრცელებლობის ცენტრიდან".

მიმომხილველები მოელიან, რომ ვიეტნამის შეხვედრა სინგაპურის სამიტთან შედარებით ბევრად უფრო მეტს მოიტანს.

სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მეტი სამუშაო შეხვედრა შედგა.

ვიეტნამში მხარეები ორ-დღიან შეხვედრას გამართავენ, რათა ეცადონ კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG