ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩრდილოეთ კორეას მორიგ მუქარას უგზავნის


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანს მორიგი მუქარა გაუგზავნა. "ეს-ესაა მოვისმინე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო მინისტრის გამოსვლა. თუ ის "პატარა რაკეტის კაცის" აზრებს ახმიანებს, მათ დიდი ხანი არ უწერიათ," - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე.

ჩრდილოკორეელმა მინისტრმა შაბათის გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეამკო. რი იონგ ჰომ აღნიშნა, რომ ვალდებული იყო, აშშ-ის ლიდერისათვის ეპასუხა, რადგან ამ უკანასკნელმა ჩრდილოკორეელთა სარაკეტო პროგრამას "თვითმკვლელობის ტოლფასი" უწოდა.

ჩრდილოკორეელი დიპლომატი პრეზიდენტ ტრამპს საპასუხო ზომებით დაემუქრა და აღნიშნა, რომ უდანაშაულო ამერიკელების დაღუპვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად აშშ-ის პრეზიდენტს დაეკისრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG