ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიაში მესამედ, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა


წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

პალატამ პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონკრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდო. თითოეულ ბრალდებაზე კენჭისყრა 12 საათიანი მწვავე დებატების შემდეგ გაიმართა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე კონგრესში, მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ბრალს არ დაეთანხმა 197 კონგრესმენი.

წარმომადგენელთა პალატის 229 წევრმა მხარი დაუჭირა კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის შესახებ ბრალდებას. 198 წევრმა ამ ბრალდებას მხარი არ დაუჭირა.

18 დეკემბერს, წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრა ისტორიული მნიშვნელობისაა. დონალდ ტრამპი, აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა, ვის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭრა.

ამ კენჭისყრის შემდეგ, იმპიჩმენტის ბრალდებები წარმომადგენელთა პალატამ სენატს უნდა გაუგზავნოს, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. ამ დორისთვის უცნობია, თუ როდის გაეგზავნება სენატს იმპიჩმენტის მუხლები.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG