ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო


სენატში, პრეზიდენტ დონალ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესი დღეს ბრალდების მხარის არგუმენტების წარდგენით გაგრძელდება. მხარეების მიერ არგუმენტების წარდგენისა და მოსმენის პროცესი ჯამში ექვს დღეს გასტანს.

ორივე მხარის ადვოკატების მოსმენის შემდეგ, სენატი გადაწყვეტს, მოიწვევს თუ არა საქმის მოწმეებს.

მანამდე, რესპუბლიკელებმა, სენატის უმრავლესობის ლიდერის მიერ წარდგენილ პროცესის წესებს დაუჭირეს მხარი. 53 მომხრე - 47 წინააღმდეგი - ასე გადანაწილდა ხმები რეზოლუციის კენჭისყრაზე.

დემოკრატებს პრეზიდენტის ამჟამინდელი და ყოფილი თანაშემწეების ჩვენებების მოსმენა სურთ. მათ შორის, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელისგან, მიკ მალვენისგან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლისგან, ჯონ ბოლტონისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG