ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იმიგრაციაზე სასაუბროდ შეკრებილი კანონმდებლები გააოცა, როცა, მან ჰაიტის და აფრიკის ქვეყნებს „სანაგვე" უწოდა.

როგორც გაზეთები "ვაშინგტონ პოსტი" და "ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება, პრეზიდენტმა შეხვედრაზე იკითხა „რატომ ვაძლევთ ხალხს ამ ნაგავი ქვეყნებიდან ჩამოსვლის უფლებას?“

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი ხალხი უნდა მიიღოს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია.

დღეს დილით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ მას შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებია.

„შეხვედრაზე მე გამოვიყენე მკაცრი ტერმინები, მაგრამ არ მითქვამს სიტყვები, რომლებიც მედიამ გაახმოვანა,“ დაწერა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG