ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იმიგრაციის საკითხებში შეთანხმებისკენ მოუწოდებს


ამერიკის პრეზიდენტი კონგრესის კანომდებლებს საიმიგრაციო რეფორმაზე შეთანხმების მიღწევას სთხოვს. დონალდ ტრამპის თქმით, ე.წ. დაკას პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა იმიგრანტებისთვის, რომლებიც ბავშვობაში არალეგალურად შემოიყვანეს ქვეყანაში, დრო იწურება.

დღეს, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა თქვა, რომ კონგრესის რესპუბლიკელებს შეთანხმება სურთ, დემოკრატებს კი - არა. ორშაბათს სენატმა ინტენსიური დებატების დაწყებას 97 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

გასულ წელს ტრამპმა დაკას პროგრამა თავად გააუქმა. პროგრამა მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა და ის ახალგაზრდა იმიგრანტებს დეპორტაციისგან დროებით დაცვას სთავაზობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG